ფირნიშები
     
Home ძირითადი SMSco-ს სერვისები

ავტორიზაცია

     

კომპანია SMSco-ს შესახებ

რეგისტრაცია

საფირმო სახელწოდების (Brand Name) გააქტიურება

ბალანსის შევსება

SMS-ის გაგზავნის ღირებულება

SMS ინტეგრაციის სერვისი

SMS-ების გაგზავნა SMSco.ge ვებ-გვერდზე თქვენი პირადი პროფილიდან სასურველი ნომრების მითითებით

SMS-ების გაგზავნა SMSco.ge ვებ-გვერდზე თქვენი პირადი პროფილიდან სატელეფონო ნომრების ატვირთვით (ექსელის ფაილით)

SMS-ების გაგზავნა აპი პროტოკოლის საშუალებით

 

  • კომპანია SMSco-ს შესახებ

კომპანია SMSco არის ქართული კომპანია, რომელიც საშუალებას გაძლევთ დანერგოთ მაღალხარისხიანი SMS ინტეგრაციის სერვისი და გააგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინებები სასურველი ტექსტითა და საფირმო სახელწოდებით როგორც ქართული, ისე მსოფლიოს ნებისმიერი მობილური ოპერატორების ქსელში.

  • რეგისტრაცია

დარეგისტრირება შესაძლებელია SMSco.ge-მთავარი გვერდიდან ღილაკზე „რეგისტრაცია“ დაკლიკებით.

საიტზე დარეგისტრირებისას აუცილებელია, რეგისტრაციის ველში შეავსოთ შემდეგი ინფორმაცია:

  1. 1.თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი შემდეგი ფორმატით 9955YYXXXXXX

(YY - მობილური ოპერატორის ინდექსი, XXXXXX - ექვსნიშნა ნომერი)

რეგისტრაციის შემდეგ თქვენი მომხმარებლის სახელი (Username), რომელსაც გამოიყენებთ სისტემაში შესასვლელად, იქნება თქვენი ტელეფონის ნომერი.

  1. 2.ელექტრონული ფოსტის მისამართი
  2. 3.პაროლი, რომელიც უნდა შეიცავდეს მინიმუმ 6 სიმბოლოს, მათ შორის: 0-9, a-z, A-Z.
  3. 4.პირადი ნომერი
  4. 5.და ბოლოს, აუცილებელია დაეთანხმოთ, მომსახურების პირობებს / ხელშეკრულებას და ანტი სპამ შეთანხმებას - ვადასტურებ/ვეთანხმები.

ღილაკზე „რეგისტრაცია“ დაკლიკების შემდეგ თქვენს მობილურ ტელეფონზე მოგივათ SMS ერთჯერადი ხუთციფრა კოდით, ამასთან, ეკრანზე გამოჩნდება გრაფა, სადაც უნდა შეიყვანოთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში მითითებული აქტივაციის კოდი

აქტივაციის კოდის შეყვანის შემდეგ რეგისტრაციის ეტაპი დასრულებულია და შეგიძლიათ შეხვიდეთ სისტემაში თქვენი მომხმარებლის სახელითა (ტელეფონის ნომერი) და პაროლით

  • საფირმო სახელწოდების (Brand Name) გააქტიურება

სასურველი საფირმო სახელწოდების (BRAND NAME / SENDER ID) მინიჭებისა და გააქტიურების მიზნით, აუცილებელია დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე (2194014) ან მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს "> ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ).

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ:

1. Brand Name-ის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 11 სიმბოლოს

2. კალენდარული თვის განმავლობაში პროფილზე შესაძლებელია Brand Name-ის ცვლილება მაქსიმუმ სამჯერ, თითოეული Brand Name-იდან მინიმუმ 10 ლარის ღირებულების SMS-ების გაგზავნის შემთხვევაში.

 

  • ბალანსის შევსება

SMS ბალანსის შევსება შესაძლებელია:

  1. 1.SMSco.ge საიტის საშუალებით - საბანკო გადარიცხვით ან ვიზა / მასტერ ქარდ ბარათის საშუალებით.

შესაბამის გრაფაში წერთ თანხას, თუ რა ოდენობით გსურთ ბალანსის შევსება, შემდეგ ირჩევთ ორი ალტერნატიული ვარიანტიდან ერთ-ერთს: საბანკო გადარიცხვის არჩევის შემთხვევაში თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ კომპანია „SMSco“-ს ანგარიშის ნომერი და რეკვიზიტები, რაც აუცილებელია თანხის საბანკო გადარიცხვისათვის, გარდა ამისა, ასევე, შეგიძლიათ ჩვენი ცხელი ხაზისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით (2194014; ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ), ოპერატორს სთხოვოთ თქვენთვის სასურველი ოდენობის თანხაზე გამოგიგზავნოთ ინვოისი თქვენს კუთვნილ ელექტრონულ ფოსტაზე (ამასთან, აღნიშნული წესით ბალანსის შევსებისას, თანხა თქვენს ანგარიშზე აისახება თქვენს მიერ გადმორიცხული თანხის ჩვენს ანგარიშზე აზახვის შემდეგ, თუ გსურთ თანხის მომენტალური ასახვა თქვენს SMSco ანგარიშზე, აუცილებელია გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი გამოაგზავნოთ ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს "> ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს და დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე 2194014), ხოლო ვიზა ან მასტერ ქარდ ბარათით ბალანსის შევსების შემთხვევაში ბალანსის ასახვა ხდება დაუყოვნებლივ, მომენტალურად.

  1. 2.TBC PAY-ს სწრაფი გადახდის აპარატებიდან

ინტერნეტ სერვისი, კომერცია და გართობა ---> კომერცია ---> SMSco ---> შეიყვანთ თქვენს ხუთციფრა საიდენტიფიკაციო ნომერს და შეავსებთ ბალანსს სასურველი ოდენობით 1 ლარიდან ზევით.

  • SMS-ის გაგზავნის ღირებულება

ერთი შეტყობინების გაგზავნის სტანდარტული ღირებულება შეადგენს 5 თეთრს;

SMS პაკეტის შეძენისა და სპეციალური ფასის მისაღებად,  გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე (2194014) ან მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ) სპეციალური ფასის მისაღებად.

1 სმს-ის მოცულობა განისაზღვრება 0-დან 160-მდე სიმბოლოთი, 2 სმს - 160-დან 304-მდე სიმბოლოთი, 3 სმს - 304-დან 459-მდე სიმბოლოთი.

(160-მდე სიმბოლოს შემცველობის SMS-ის საფასური განისაზღვრება 1 SMS-ის გაგზავნის ღირებულებით; 160-დან 304-მდე სიმბოლოს შემცველობის SMS-ის საფასური - 2 SMS-ის გაგზავნის ღირებულებით; 304-დან 459-მდე სიმბოლოს შემცველობის SMS-ის საფასური - 3 SMS-ის გაგზავნის ღირებულებით).

იმ შემთხვევაში, თუ SMS-ის ტექსტში გამოყენებულია მხოლოდ ლათინური ასოები და სტანდარტული სიმბოლოები, 1 სმს-ის მოცულობა განისაზღვრება 160-მდე სიმბოლოთი და მისი საფასური განისაზღვრება 1 SMS-ის გაგზავნის ღირებულებით.


SMS-ის ტექსტში ნებისმიერი სახის უნიკოდ ან/და არასტანდარტული სიმბოლოს გამოყენების შემთხვევაში, მთლიანი ტექსტი გარდაიქნება და დატარიფიცირდება უნიკოდ სმს-ად, რომლის მოცულობაა 70 სიმბოლომდე.

კლიენტები, რომლებიც სარგებლობენ სპეციალური (სტანდარტულისგან განსხვავებული/დაბალი) ტარიფით, ვალდებულნი არიან, ყოველი თვის 5 რიცხვამდე შეავსონ ბალანსი შესაბამისი (იგივე ან უფრო მაღალფასიანი) SMS პაკეტის შესაძენად (იმისათვის რომ არ მოხდეს არსებული ბალანსის ანულირება/გაუქმება), რა შემთხვევაშიც მოხდება არსებული ბალანსის შენარჩუნება და დამატება ახალი SMS პაკეტის ბალანსთან ერთად.

  • SMS ინტეგრაციის სერვისი

კომპანია SMSco გთავაზობთ SMS ინტეგრაციის სერვისს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ თქვენთვის სასურველ მიზნობრივ ჯგუფს/აუდიტორიას გაუგზავნოთ სასურველი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებები, სასურველ დროს, სასურველი საფირმო სახელწოდებით.

SMS-ების გაგზავნა შესაძლებელია:

  1. 1.SMSco.ge ვებ-გვერდზე თქვენი პირადი პროფილიდან სასურველი ნომრების მითითებით
  2. 2.SMSco.ge ვებ-გვერდზე თქვენი პირადი პროფილიდან სატელეფონო ნომრების ატვირთვით (ექსელის ფაილით)
  3. 3.აპი პროტოკოლის საშუალებით

  1. 1.SMS-ების გაგზავნა SMSco.ge ვებ-გვერდზე თქვენი პირადი პროფილიდან სასურველი ნომრების მითითებით

აღნიშნული გზით SMS-ის გასაგზავნად, ველში - „შეიყვანეთ ადრესატები“ - შეიყვანეთ ტელეფონის ნომრები, შემდეგი ფორმატით: 9955YYXXXXXX

(YY - მობილური ოპერატორის ინდექსი, XXXXXX - ექვსნიშნა ნომერი)

ორი ან მეტი ნომრის შეყვანისას ნომრები ერთმანეთისგან გამოყოფილი უნდა იყოს მძიმით - „ ,“ - დაშორებების (space) გარეშე, მაგალითად:

9955YYXXXXXX,9955YYXXXXXX,9955YYXXXXXX,9955YYXXXXXX,…..

ტექსტის ველში შეგყავთ სასურველი შინაარსის ტექსტი, რომელიც უნდა გაეგზავნოთ თქვენს მიერ მითითებულ ადრესატებს.

ტექსტის აკრეფისას გამოყენებული და გამოსაყენებლად დარჩენილი სიმბოლოების რაოდენობა მითითებულია ქვედა ველში.

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ რომ SMS-ები გაიგზავნოს დროის სხვა შემდგომ პერიოდში, ღილაკ „გაგზავნა“-ზე დაკლიკებამდე მონიშნეთ ველი „გაწერე შემდგომი გაგზავნისათვის“, სადაც მიუთითებთ იმ დროს (წელი, თვე, იცხვი, საათი, წუთი), როდესაც გსურთ ამ SMS-ის ფაქტობრივი გაგზავნა, მაგალითად, ქვემოთ მითითებულ შემთხვევაში კომპანია „SMSco წინასწარ ამზადებს ახალი წლის მისალოც ბარათს 4 ადრესატთან გასაგზავნად. ღილაკ „გაგზავნა“-ზე დაკლიკების შემდეგ ეს სმს-ები გაიწერება შემდგომი გაგზავნისათვის, გაგზავნის დავალების მიცემა მოხდება ღილაკ „გაგზავნა“-ზე დაკლიკებისთანავე, ხოლო მათი რეალური ფაქტობრივი გაგზავნა და ადრესატების მიერ SMS-ების მიღება კი მოხდება 2015 წლის 31 დეკემბრის ღამის 23:59 საათზე:

  1. 2.SMS-ების გაგზავნა SMSco.ge ვებ-გვერდზე თქვენი პირადი პროფილიდან სატელეფონო ნომრების ატვირთვით (ექსელის ფაილით)

აღნიშნული გზით SMS-ის გასაგზავნად, .CSV ან .XLS (97-2003 Workbook) ფორმატის ექსელის ფაილში ერთ მწკრივად (A სვეტში) შეიყვანეთ ტელეფონის ნომრები ფორმატით: 9955YYXXXXXX

(YY - მობილური ოპერატორის ინდექსი, XXXXXX - ექვსნიშნა ნომერი)

ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ პირველ გრაფაში (A1) ეწეროს numbers ან nomrebi ან # ხოლო ნომრების ჩამონათვალი დაიწყოს A2 უჯრიდან, მაგალითად:

SMSco.ge ვებ-გვერდზე დააკლიკებთ ღილაკს „SMS ექსელის ფაილიდან“

„Choose“ ღილაკზე დაკლიკებით ამოირჩევთ თქვენს მიერ მომზადებულ ექსელის ფაილს და „upload“ ღილაკზე დაკლიკებით ატვირთავთ ამ ფაილს, რის შემდეგაც ნაცვლად ტექსტისა „ფაილი ჯერ არ არის ატვირთული ...“

დაიწერება „ფაილი ატვირთულია“

ტექსტის ველში შეგყავთ სასურველი შინაარსის ტექსტი, რომელიც უნდა გაეგზავნოთ ექსელის ფაილში თქვენს მიერ მითითებულ ადრესატებს.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის ცნობილია ადრესატთა სახელები, ექსელის ფაილის B სვეტში, ნომრის პარალელურად მიუთითეთ ნომრის მფლობელის სახელი (ან სახელი და გვარი), ხოლო B1 უჯრაში ჩაწერეთ სიტყვა “name”, მაგალითად:

ხოლო ტექსტის ველში, იქ, სადაც გსურთ, რომ გამოჩნდეს ადრესატის სახელი (ან სახელი და გვარი) სისტემის ნიშნებში ჩაწერთ სიტყვას name – {name} და თითოეული ნომრის მფლობელს მიუვა სახელობითი SMS, მაგალითად:

SMS-ების გაგზავნამდე შეგიძლიათ ნახოთ თქვენს მიერ გასაგზავნად გამზადებული მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა და მათი მიმღებების ჩამონათვალი “view all massages” ღილაკზე დაკლიკებით.

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ რომ SMS-ები გაიგზავნოს დროის სხვა შემდგომ პერიოდში, ღილაკ „გაგზავნა“-ზე დაკლიკებამდე მონიშნეთ ველი „გაწერე შემდგომი გაგზავნისათვის“, სადაც მიუთითებთ იმ დროს (წელი, თვე, რიცხვი, საათი, წუთი), როდესაც გსურთ SMS-ების ფაქტობრივი გაგზავნა, აღნიშნულ შემთხვევაში, გაგზავნის დავალების მიცემა მოხდება ღილაკ „გაგზავნა“-ზე დაკლიკებისთანავე, ხოლო მათი რეალური ფაქტობრივი გაგზავნა და ადრესატების მიერ SMS-ების მიღება კი მოხდება თქვენს მითითებულ დროს.

  1. 3.SMS-ების გაგზავნა აპი პროტოკოლის საშუალებით

აპი პროტოკოლი არის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლის საშუალებით ხდება SMS სერვისის ინტეგრირება კლიენტის სისტემასთან, რომლის დროსაც ხდება SMS-ების ავტომატურ რეჟიმში გაგზავნა წინასწარ განსაზღვრული ლოგიკის მიხედვით.

აღნიშნული სერვისით სარგებლობენ სხვადასხვა კომპანიები, მაგალითად ინტერნეტ მაღაზიები, ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და სხვ. მრავალი.

კომპანია SMSco-ს აღნიშნული მიმართულებით საქმიანობის კუთხით აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება და ჩვენს სერვისს იყენებენ წამყვანი კომპანიები და ორგანიზაციები.

აღნიშნული სერვისის ტექნიკური გამართვა და თქვენს სისტემასთან მორგება დაკავშირებულია რამდენიმე წუთთან, სანაცვლოდ მიიღებთ მაქსიმალურად მაღალხარისხიან სერვისს, რომელიც გათვლილი იქნება როგორც თქვენს კომერციულ, ისე თქვენი კლიენტების სამომხმარებლო ინტერესებსა და მათი კეთილგანწყობის ამაღლებაზე.

სერვისით სარგებლობის მიზნით, დაგვიკავშირდით ჩვენს ცხელ ხაზზე (2194014) ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ).

 
#fc3424 #5835a1 #1975f2 #119ea9 #0fe971 #051663