ფირნიშები
     
Home ძირითადი | ვებ გვერდის გამოყენების პირობები |
     

 

წესები და პირობები.

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ შემდეგი შეთანხმება („ხელშეკრულება“)  SMSco.ge-ს პროგრამული მოდულის გამოყენების შესახებ, რომელიც წარმოდგენილია შპს SMSco-ს მიერ ("SMSco").  SMSco.ge-ზე გაწევრიანებით თქვენ (ინდივიდუალური პირი თუ ორგანიზაცია) აღიარებთ და ეთანხმებით ხელშეკრულების პირობებს და ხდებით მისი მონაწილე მხარე.

1. განსაზღვრებები.

"SMSco.ge"  არის ონლაინ მომსახურება, რომელიც მოიცავს ტექსტური შეტყობინების გაგზავნის სერვისს, საინფორმაციო და ტექნიკურ მომსახურებას უზრუნველყოფილს SMSco-ს, მისი აფილიატებისა და სხვა მესამე მხარის მიერ. „ხელმომწერი“ არის პირი, ვინც გახსნის ანგარიშს SMSco.ge-ს სისტემაში („ანგარიშის გახსნა“), რათა მიიღოს წვდომა SMSco.ge-ზე და ისარგებლოს მისი მომსახურებით.

2. ზოგადი პირობები.

(ა) ეს ხელშეკრულება მოიცავს სხვადასხვა პირობებს SMSco.ge-ს გამოყენებასთან დაკავშირებით. SMSco.ge-ის გამოყენებით ხელმომწერი  თანხმდება, რომ შეასრულებს ხელშეკრულების ყველა პირობას. ხელმომწერი სარგებლობს SMSco.ge-ის გამოყენების პერსონალური უფლებით და არ გადაეცემა სხვა პირსა თუ ორგანიზაციას. ხელმომწერი პასუხისმგებელია ხელმომწერის ანგარიშის გამოყენების ყველა შემთხვევაზე (ნებისმიერი დარეგისტრირებული საფოსტო მისამართისა თუ პაროლის შემთხვევაში) და ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ხელმომწერის ანგარიში ყოველთვის გამოყენებულ იქნას ხელშეკრულების პირობების  დაცვით. ხელმომწერი პასუხისმგებელია  პაროლის/პაროლების კონფიდენციალურად დაცვაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ბ) შპს SMSco იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს ან შეწყვიტოს SMSco.ge-ის ნებისმიერი ასპექტი თუ მახასიათებელი, მათ შორის  (და არა მხოლოდ) შინაარსი, ხელმისაწვდომობის დრო და მოწყობილობა/ტექნიკა, რომელიც საჭიროა წვდომისა და გამოყენების უზრუნველსაყოფად.

3. შეცვლილი პირობები.

შპს SMSco-ს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეცვალოს ხელმომწერის მიერ SMSco.ge-ის გამოყენების წესები და პირობები, ან მათი ნაწილი, ასევე, დაამატოს ახალი პირობები, მათ შორის (და არა მხოლოდ), გადახადებისა და საფასურის შემოღება/გაზრდა. ასეთი ცვლილებები, შესწორებები, დამატებები თუ გაუქმებები ძალში შედის ხელმომწერისთვის ამის შესახებ შეტყობინების გაგზავნისთანავე. შეტყობინების გაგზავნა შეიძლება მოხდეს SMSco.ge-ზე განცხადების განთავსებით, ელექტრონული თუ ჩვეულებრივი ფოსტით, ან ნებისმიერი სხვა გზით, რის შედეგადაც ხელმომწერი მიიღებს ინფორმაციას. ასეთი შეტყობინების მიღების შემდეგ, ხელმომწერის მიერ SMSco.ge-ს ნებისმიერი გამოყენება გულისხმობს, რომ ხელმომწერი თანხმობას აცხადებს აღნიშნულ ცვლილებებზე, შესწორებებსა თუ დამატებებზე.

4. მოწყობილობა/ტექნიკა.

ხელმომწერი თვითონ აგებს პასუხს ნებისმიერი კომპიუტერული ტექნიკის, უსაფრთხო კავშირის მოწყობილობების და პროგრამების შეძენაზე, რომელიც მას დასჭირდება  SMSco.ge-ზე წვდომისა და მისი მომსახურებით სარგებლობისათვის, ასევე დაფაროს ამასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯი.

5. ხელმომწერის ქცევა.

ა) ხელმომწერმა უნდა გამოიყენოს SMSco.ge მხოლოდ კანონიერი  მიზნებისათვის. ხელმომწერმა არ უნდა განათავსოს ან გაავრცელოს SMSco.ge-ის საშუალებით ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც რაიმე გზით არღვევს ან ზღუდავს სხვათა უფლებებს, რომელიც არის უკანონო, საფრთხის ან მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, ინფორმაციის პირადულობისა თუ სამოქალაქო უფლებების დამრღვევი, არაეთიკური, უწესო, უღმრთო/ანტირელიგიური ან სხვა მხრივ უარსაყოფი მასალა, ან რომელიც რამენაირად აღვევს კანონს. აგრეთვე, იკრძალება SMSco-ს წინასწარი თანხმობის გარეშე რეკლამისა თუ სხვა სახის მხარდასაჭერი განცხადების გაკეთება რაიმე პროდუქტისა თუ მომსახურების მიმართ. დაუშვებელია ასევე ერთი ხელმომწერის ნებისმიერი ისეთი ქცევა, რომელიც SMSco-ს აზრით ხელს უშლის ან აფერხებს სხვა ხელმომწერის უფლებას თავისუფლად და შეუზღუდავად ისარგებლოს SMSco.ge-ის მომსახურებით.

ბ) შპს SMSco ფლობს მის გვერდზე www.smsco.ge მასალას საავტორო უფლებების შესახებ, სავაჭრო ნიშნების და სხვა ინფორმაციას საკუთრების შესახებ, მათ შორისაა, მაგრამ არა მხოლოდ, ტექსტები, პროგრამული უზრუნველყოფა, ფოტო, ვიდეო, გრაფიკული მასალა, მუსიკა და ხმა. შპს SMSco-ს აქვს საავტორო უფლებები SMSco.ge-ის მთელ ამ საკუთრებაზე, როგორც ერთიან სისტემაზე.

გ) ხელმომწერმა არ უნდა ატვირთოს, გამოაქვეყნოს  ან სხვა მხრივ წარმოაჩინოს SMSco.ge -ზე რაიმე ინფორმაცია, გამოიყენოს Brand Name / Sender ID / გამგზავნის დასახელება, რომელიც დაცულია საავტორო უფლებებით, სავაჭრო ნიშნითა თუ საკუთრების სხვა უფლებით თუ არ ექნება მკაფიო ნებართვა იმ პირისა, ვისაც ეკუთვნის ეს საავტორო უფლებები, სავაჭრო ნიშანი თუ საკუთრების გამომხატველი სხვა უფლება. იმის განსაზღვრა, რომ კონკრეტული მასალა დაცულია თუ არა რაიმე საკუთრების უფლებით, მთლიანად ეკისრება ხელმომწერს. მხოლოდ ხელმომწერი არის პასუხისმგებელი ნებისმიერი ზიანისათვის, რაც გამოწვეული იქნება საავტორო უფლებებისა თუ საკუთრების უფლების დარღვევით. SMSco.ge-ის საშუალებით მასალის გამოქვეყნებით ხელმომწერი ავტომატურად აღიარებს და გარანტიას იძლევა, რომ ამ მასალის მფლობელი ერთმნიშვნელოვნად ანიჭებს შპს SMSco-ს საავტორო უფლებებისგან თავისუფალ, მუდმივ, უკანგამოუხმობელ, არაესკლუზიურ უფლებასა და ლიცენზიას, რომ გამოიყენოს, გადააკეთოს, გარდაქმნას, შეცვალოს, გამოაქვეყნოს, გადათარგმნოს და გაავრცელოს ასეთი მასალა (სრულად ან ნაწილობრივ) მსოფლიო მასშტაბით და/ან გააერთიანოს ის სხვა მასალებთან ნებისმიერი ფორმით.

ხელმომწერი აგრეთვე ნებას რთავს სხვა ხელმომწერს შევიდეს, დაათვალიეროს, შეინახოს ან გარდაქმნას მასალა პირადი გამოყენების მიზნით. ხელმომწერი ამასთან უფლებას აძლევს შპს SMSco-ს რედაქტირება გაუკეთოს, ასლი გააკეთოს, გამოაქვეყნოს და გაავრცელოს ნებისმიერი მასალა, რომელიც ხელმომწერმა განათავსა SMSco.ge-ზე.

დ) მეხუთე თავის წინამდებარე პირობები ვრცელდება როგორც SMSco.ge-ზე ასევე მის შვილობილ კომპანიებზე, ფილიალებზე თუმცა ხელმომწერისათვის თითოეულ მათგანს ექნება უფლება დაადგინოს და დაამკვიდროს ასეთი წესები/პირობები პირდაპირ თუ საკუთარი სახელით.

6. გარანტიაზე უარის თქმა; პასუხისმგებლობის შეზღუდვა.

ა) ხელმომწერი ერთმნიშვნელოვნად აღიარებს, რომ SMSco.ge-ის გამოყენებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ რისკს  საკუთარ თავზე იღებს. SMSco, მისი ფილიალები, რომელიმე თანამშრომელი, აგენტი, ინფორმაციის მიმწოდებელი მესამე მხარე თუ ლიცენზიის მფლობელები არ/ვერ იძლევიან იმის გარანტიას, რომ SMSco.ge დაზღვეული იქნება შეფერხებისა თუ შეცდომებისგან; ასევე პასუხს არ აგებენ შედეგებზე, რაც შეიძლება მოყვეს SMSco.ge-ის გამოყენებას; არ არიან პასუხისმგებლები SMSco.ge-ის საშუალებით მიწოდებული ინფორმაციის, მომსახურებისა თუ პროდუქციის სანდოობაზე, სისწორესა და შინაარსზე.

ბ) SMSco.ge-ის მომსახურება ხელმომწერს ეძლევა „როგორც არის“, ყოველი სხვა გარანტიის გარეშე რომელიც არ არის აღნიშნული ამ შეთანხმებაში.

გ) SMSco არ იღებს პასუხისმგებლობას რაიმე სახის დაზინებაზე ან ზარალზე, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა ხარვეზებით, შეცდომებით, გამოტოვებით, შეწყვეტით, წაშლით, წუნით, მომსახურების ან მიწოდების დაგვიანებით, კომპიუტერული ვირუსებით, საკომუნიკაციო კონტაქტის შეფერხებით, ქურდობით ან განადგურებით, არაავტორიზებული წვდომით, ჩანაწერების გამოყენებით ან შეცვლით, კონტრაქტის დარღვევით, არამართებული ქცევით, უყურადღებობით ან სხვა რაიმე მსგავსი ქმედებით. ხელმომწერი ხაზგასმით აღიარებს, რომ SMSco არ არის პასუხისმგებელი რაიმე სახის დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ ან უკანონო ქმედებაზე სხვა ხელმომწერის ან მესამე მხარის მხრიდან; ზემოხსენებულ ქმედებებზე რისკს მხოლოდ ხელმომწერი იღებს საკუთარ თავზე.

დ) არც ერთ შემთხვევაში SMSco, ან რომელიმე პირი თუ ორგანიზაცია, რომელიც დაკავშირებულია შპს SMSco -ს ან SMSco.ge-ის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნასთან, წარმოებასა თუ გავრცელებასთან, არ აგებს პასუხს რაიმე სახის ზიანზე, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, პირდაპირ, არაპირდაპირ, შემთხვევით, განზრახ, შედეგობრივ ან სადამსჯელო მიზნით მიყენებულ ზარალზე, რაც გამოწვეულია SMSco.ge-ის გამოყენებით ან მისი გამოყენების შესაძლებლობის არქონით.

ე) ზემოთჩამოთვლილ პირობებთან ერთად, არც SMSco, არც მისი ფილიალები, ინფორმაციის მიმწოდებლები და პარტნიორები არ არიან პასუხისმგებლები, მიუხედავად მიზეზისა და ხანგრძლივობისა, რაიმე სახის შეცდომაზე, უზუსტობაზე, გამოტოვებაზე, ან მსგავს ხარვეზებზე, SMSco.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის ნამდვილობასა თუ დროულობაზე, ან მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების დაგვიანებასა თუ შეფერხებაზე და ამის გამო მიყენებულ ზიანზე. არც ერთი აღნიშნული სუბიექტი არ არის პასუხისმგებელი რომელიმე მესამე მხარის ნებისმიერი სახის პრეტენზიაზე ან ზარალზე, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, დაკარგულ შემოსავლებზე, სადამსჯელო/საჯარიმო ან შედეგობრივ ზარალზე. არც SMSco, არც მისი ფილიალები, ინფორმაციის მიმწოდებლები და საინფორმაციო პარტნიორები არ იძლევიან გარანტიას მათი საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის დროულობაზე, სიხშირეზე, სიზუსტესა თუ სისრულეზე. ამასთან, არანაირი გარანტია არ არსებობს მიღებული ინფორმაციის გამოყენების შედეგებზე.

7. მონიტორინგი.

შპს SMSco-ს უფლება აქვს, მაგრამ არა ვალდებულება, შეამოწმოს SMSco.ge-ზე განთავსებული ინფორმაცია, რათა განსაზღვროს რამდენად შეესაბამება შეთანხმებას და შპს SMSco-ს მიერ დადგენილ წესებს, აკმაყოფილებს თუ არა კანონმდებლობას, რეგულაციებსა თუ  სამთავრობო მოთხოვნებს. შპს SMSco იტოვებს უფლებას, მისი პირადი შეხედულებისამებრ, უარი თქვას განთავსებაზე ან მოხსნას SMSco.ge-ზე დადებული ნებისმიერი სახის მასალა. შპს SMSco-ს უფლება აქვს მოხსნას ნებისმიერი მასალა, რომელსაც SMSco საკუთარი შეხედულებით მიიჩნევს, რომ წინააღმდეგობაში მოდის ზემოხსენებულ წესებთან ან თვლის მიუღებლად რაიმე მიზეზის გამო.

8. კომპენსაცია.

ხელმომწერი თანხმდება, რომ დაიცავს, აანაზღაურებს და ზიანს არ მიაყენებს SMSco-ს, მის ფილიალებს და შესაბამისად მათ დირექტორებს, ხელქვეითებსა და აგენტებს და აარიდებს ყველა სახის პრეტენზიებსა თუ ხარჯებს, მათ შორის, ადვოკატის საფასურს, რისი საჭიროებაც შეიძლება წარმოიშვას SMSco.ge-ის გამოყენების შედეგად ხელმომწერისა და ხელმომწერის ანგარიშის მიერ.

9. ურთიერთობის შეწყვეტა/დასრულება.

შპს SMSco-ს უფლება აქვს შეწყვიტოს ეს ხელშეკრულება/შეთანხმება ნებისმიერ დროს. ზემოხსენებულის შეზღუდვის გარეშე, შპს SMSco-ს უფლება აქვს სასწრაფოდ შეწყვიტოს ხელმომწერის ანგარიშის ფუნქციონირება ხელმომწერის მხრიდან რაიმე ქცევის შედეგად, რომელსაც SMSco.ge წინამდებარე შეთანხმების პირობების მიხედვით მიიჩნევს მიუღებლად, ან/და ხელმომწერის მხრიდან ამ შეთანხმების რაიმე სახით დარღვევის შედეგად.

10. სავაჭრო მარკები.

SMSco, შპს SMSco, და SMSco.ge და მათი ლოგოები წარმოადგენს SMSco-ს სავაჭრო მარკებს. ყველა უფლება დაცულია. SMSco.ge-ზე განთავსებული ყველა სხვა სავაჭრო ნიშანი მათი შესაბამისი მესაკუთრის მფლობელობაშია.

11. ინფორმაციის წყარო მესამე მხარე.

შპს SMSco არის მიმწოდებელი (და არა გამომქვეყნებელი) იმ ინფორმაციისა, რომელსაც აწვდის მესამე მხარეს-აბონენტს ხელმომწერი. შესაბამისად, შპს SMSco არ სარგებლობს მიწოდებული ინფორმაციის უფრო მეტი რედაქტირების უფლებით, ვიდრე ბიბლიოთეკა, წიგნების მაღაზია, გაზეთების გამავრცელებელი თუ სარეკლამო საშუალებები. ნებისმიერი შეხედულება, რჩევა, განცხადება, მომსახურება, შეთავაზება, ან სხვა ინფორმაცია და შინაარსი გამოხატული ან მოწოდებული მესამე მხარის მიერ, მათ შორის ინფორმაციის მომწოდებლების, ხელმომწერებისა თუ SMSco.ge-ის სხვა მომხმარებლების მიერ, ეკუთვნის შესაბამის ავტორ(ებ)სა თუ ხელმომწერ(ებ)ს და არა SMSco-ს. არც შპს SMSco, არც ინფორმაციის მომწოდებელი რომელიმე მესამე მხარე არ იძლევა გარანტიას შინაარსის სიზუსტეზე, სრულყოფილებაზე/სისრულეზე, ან სარგებლობაზე, არც მის ვარგისიანობასა და შესაბამისობაზე რაიმე კონკრეტული მიზნისათვის (იხილეთ მე-6 პუნქტი, რაც შეეხება წესებს პასუხისმგებლობის შეზღუდვისა და გარანტიაზე უარის თქმის შესახებ).

ხშირ შემთხვევაში SMSco.ge-ის საშუალებით გავრცელებული მასალის შინაარსი წარმოადგენს შესაბამისი ინფორმაციის მომწოდებლების, ხელმომწერებისა და სხვა მომხმარებლების  შეხედულებებსა და მოსაზრებებს, რომლებსაც SMSco-სთან არ აქვთ კონტრაქტი დადებული. შპს SMSco არც ხელმოწერით ადასტურებს და არც პასუხისმგებლობას იღებს SMSco.ge-ზე ნებისმიერი პირის მიერ განთავსებული შეხედულების, რჩევისა თუ განცხადების სიზუსტესა თუ სანდოობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთი განცხადება გაკეთებულია შპს SMSco-ის თანამშრომლის ან ოფიციალური წარმომადგენლის მხრიდან. არც ერთ შემთხვევაში შპს SMSco არ არის პასუხისმგებელი იმ დანაკარგსა და ზიანზე, რაც შეიძლება მიადგეს ხელმომწერს SMSco.ge-დან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობის შედეგად. მხოლოდ ხელმომწერია პასუხისმგებელი შეაფასოს სისწორე, სისრულე და სარგებლობა ნებისმიერი ინფორმაციისა, შეხედულებისა, რჩევისა და სხვა შინაარსის განცხადებისა, რომელიც ხელმისაწვდომია SMSco.ge-ზე. რჩევისათვის გთხოვთ მიმართოთ პროფესიონალებს კონკრეტული სპეციფიკური ინფორმაციის, შეხედულების, რეკომენდაციისა თუ სხვა მსგავსი მასალის შეფასების მიზნით.

12. უკან დაბრუნებისა და გამოყენების პოლიტიკა/წესები.

SMSco.ge-ის საშუალებით წარმოდგენილი პროდუქცია თუ მომსახურება არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას. გაყიდვები-შევსებული ანგარიშის თანხა უკან არ ბრუნდება. გამოუყენებელი SMS კრედიტები უკან არ ბრუნდება და არ ანაზღაურდება.

 

 
#fc3424 #5835a1 #1975f2 #119ea9 #0fe971 #051663
ონლაინ დახმარება^