ფირნიშები
     

გაცნობებთ, რომ 2024 წლის 01 მარტიდან ძალაში შედის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ახალი რეგულაციები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სავალდებულოა, ჩვენს შორის არსებული SMS მომსახურების ხელშეკრულების განახლება ახალი საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად.

 

გთხოვთ, ამ ბმულიდან გადმოწეროთ განახლებული სააბონენტო ხელშეკრულება, პირველ და ბოლო გვერდებზე შეავსოთ თქვენი ორგანიზაციის რეკვიზიტები და ხელმოწერილი ვერსია გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე: info@smsco.ge არაუგვიანეს 2024 წლის 20 თებერვლისა, რის შემდეგაც დაგიბრუნებთ ორმხრივად ხელმოწერილ ხელშეკრულებას.

 

ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ განახლებული სააბონენტო ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, სერვისზე წვდომა შეიზღუდება.

 

 

 

დამატებით, გაცნობებთ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი, სხვა საკითხებთან ერთად, ახლებურად არეგულირებს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებას; კერძოდ, ადგენს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის მიღების ახალ სტანდარტს. შესაბამისად, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2024 წლის 01 მარტიდან, თქვენს მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავება შესაბამისობაში უნდა მოიყვანოთ კანონით დადგენილ ახალ ნორმებთან, მათ შორის, არ უნდა გააგზავნოთ სარეკლამო / მარკეტინგული ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინებები ისეთ სააბონენტო ნომრებზე, რომელთა მფლობელი აბონენტებისგან არ გექნებათ მოპოვებული თანხმობა კანონის მიერ დადგენილი ახალი სტანდარტის გათვალისწინებით.

 

ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის კონტროლი არის სრულად თქვენს მხარეს და კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, დაგეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა, მაკონტროლებელი სახელმწიფო ორგანოს (პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური) მიერ.

#fc3424 #5835a1 #1975f2 #119ea9 #0fe971 #051663